მოგესალმებითჰოლანდიური ეზოსვებ გვერდზე, www.holandiuriezo.ge

წინამდებარე ხელშეკრულების პირობები (“ხელშეკრულება”) სავალდებულოა თქვენთვის და კომპანიაჰოლანდიური ეზოსთვის”.

 

ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით, შეგიძლიათ გამოიწეროთ და მიიღოთ მისამართზე თქვენთვის სასურველი პროდუქცია.

 

ვებგვერდი ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა რეგიონისთვის.

 

ჩვენთან შეძენილი პროდუქცია შეგიძლიათ გაიტანოთ  საწყობიდან ან ისარგებლოთ ფოსტის მომსახურებით, სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ პროდუქცია საქართველოს ნებისმიერ კუთხეში,

სასურველი პროდუქციის გამოწერისათვის, აუცილებელია დარეგისტრირდეთ (გაიაროთ ავტორიზაცია) ინტერნეტ მაღაზიაში, სწორად შეავსოთ ყველა აუცილებელი ველი, მიუთითოთ თანხის გადახდის ფორმა ან ნაღდი ფულით გადახდა შეკვეთის მიღებისას, თუ თავად აპირებთ პროდუქციის გატანას ჩვენი საწყობიდან.

 

გთხოვთ ადგილზე მიტანის ბლანკი შეავსოთ ყურადღებით, მიუთითეთ ზუსტი მისამართი და ტელეფონის ნომერი (ქუჩა, ჩიხი, სახლი, კორპუსი, ბინა, სართული, თუ ოფისია მისამართთან ერთად მიუთითეთ კომპანიის დასახელება), მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ადგილზე მიტანა ვერ მოხერხდა თქვენს მიერ არასწორად მითითებული ინფორმაციის გამო (მაგ: ქუჩის ნომერი და სხვა,) შეკვეთა ითვლება შესრულებულად. დაგვიკავშირდით 2 დღის განმავლობაში და წაიღეთ საწყობიდან. ასევე უფლებას ვიტოვებთ შეკვეთა დავუტოვოთ მეზობელს ან კოლეგას, ამ შეთხვევაშიც შეკვეთა შესრულებულად ითვლება.

 

ჩვენ ვიძლევით გარანტიას, რომ ყველა ინფორმაცია, რომელიც გადმოგვეცემა თქვენი შეკვეთის დასამუშავებლად, კონფიდენციალურია და არ ექვემდებარება მესამე პირზე გადაცემას.

 

საკრედიტო ბარათით გადახდის უსაფრთხოება დაცულია ბანკი ქართუს უნივერსალური მულტისაბანკო სისტემით.

 

ხართ სრულად პასუხისმგებელი თქვენი, როგორც მომხმარებლის, პირად ანგარიშზე, ასევე ყველა იმ აქტივობაზე, რაც ხორციელდება თქვენი ანგარიშით ვებგვერდზე ყოფნის დროს, ან თქვენი პირადი ანგარიშის მეშვეობითჰოლანდიური ეზოსვებგვერდით სარგებლობის დროს.

 

თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით, აღიარებით თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს. ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა.

 

თქვენი მითითებული ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის შემდეგ, “ჰოლანდიური ეზოიტოვებს უფლებას, საკუთარი ერთპიროვნული შეხედულებისამებრ დაუშვას გამონაკლისები, როცა საუბარი ეხება თანხის დაბუნებას.

 

არ მოახდინოთჰოლანდიური ეზოსმიერ შემოთავაზებული პროდუქტების გადაყიდვა, რაიმე ნაწილის კოპირება და გავრცელება ნებისმიერ გარემოში, წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

 

ჩვენსა და თქვენს შორის წარმოშობილი დავის შემთხვევაში, თანხის ანაზღაურება არც ერთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს თქვენს მიერ კონკრეტული სადავო მომსახურებებისათვის გადახდილი მთლიანი თანხის ოდენობას.

 

საფოსტო მომსახურება ფასიანია და შეადგენს თბილისში 3,00 ლარს, რეგიონებში 9,00 ლარს. მიტანა ხდება თქვენს მიერ მითითებულ მისამართზეპროდუქციის მიწოდების ვადებია შეკვეთის გაფორმებიდან არაუმეტეს 3 სამუშაო დღე.

 

რეგიონებში მიწოდება ხდება მხოლოდ საქართველოს ფოსტის სერვის ცენტრამდე, ხოლო თბილისში კი კონკრეტულ მისამართზე.

 

შეკვეთის დამუშავება და პროდუქციის მიწოდება განხორციელდება შეკვეთის ღირებულების სრულად დაფარვის შემდეგ (პროდუქციის ღირებულებას დამატებული საკურიერო მომსახურების საფასური).

საკურიერო მომსახურების არჩევა შესაძლებელია შეკვეთის გაფორმების სექციაში

 

შეკვეთის შემდგომ მოხდება პროდუქციის შეფუთვა, “ჰოლანდიური ეზოსლოგოტიპიან პარკში, რომელსაც თან ახლავს ყვავილის ფოტო, ქართულენოვანი ინსტრუქციით.